ა(ა)იპ – თბილისის განვითარების ფონდის  დირექტორის ბრძანება საჩივრის განხილვის წესის დამტკიცებისა და საჩივრის განმხილველ პირთა განსაზღვრის შესახებ

ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის N20.01.964 დადგენილებით დამტკიცებული ა(ა)იპ ,,თბილისის განვითარების ფონდის“ წესდების საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. ადგილობრივი ბიუჯეტით, საერთაშორისო დონორი, საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვა წყაროებით დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის ორსაფეხურიანი მექანიზმის განსაზღვრის  მიზნით დამტკიცდეს „საჩივრის განხილვის წესი“დანართი 1 -ით დადგენილი ფორმით.
  2. ადგილობრივი ბიუჯეტით, საერთაშორისო დონორი, საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვა წყაროებით დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის ორსაფეხურიანი მექანიზმის ეფექტიანად მოქმედებისათვის:

2.1. „საჩივრის განხილვის წესში“ აღნიშნულ „უფლებამოსილ დირექტორის მოადგილედ“ განისაზღვროს – დირექტორის მოადგილე მოსახლეობასთან ურთიერთობის მიმართულებით, რომელიც უხელმძღვანელებს საჩივრის I ეტაპზე განხილვის პროცესს.

2.2. საჩივრის II ეტაპზე განხილვის მიზნით, შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) კომისიის თავმჯდომარე: ა(ა)იპ ,,თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორი;

ბ)კომისიის წევრი: ა(ა)იპ ,,თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორის მოადგილე (მოსახლეობასთან ურთიერთობის მიმართულებით);

გ) კომისიის წევრი: ა(ა)იპ ,,თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორის მოადგილე (მშენებლობის მართვის მიმართულებით);

დ) კომისიის წევრი: ა(ა)იპ ,,თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორის მოადგილე (საპროექტო მიმართულებით);

ე) კომისიის წევრი: ა(ა)იპ ,,თბილისის განვითარების ფონდის“ იურიდიული სამსახურის უფროსი.

ვ) კომისიის წევრი: „აზიის განვითარების ბანკის“ კონსულტანტი – უსაფრთხოების სპეციალისტი;

2.3. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია განხილულ იქნას სხვადასხვა ექსპერტის მოწვევის საკითხი.

3. კომისიის თავმჯდომარის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული კომისიის წევრი. თუ თავმჯდომარეს ასეთი პირი არ განუსაზღვრას კომისია აირჩევს სხდომის თავმჯდომარეს დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით.

4. კომისიის უფლებამოსილება და საჩივრის განხილვის პროცედურა განსაზღვრულია „საჩივრის განხილვის წესით“.

5. საჩივრების განხილვის პროცესის (I და II ეტაპზე) ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას აპარატი შემდეგი შემადგენლობით:

ა) აპარატის წევრი: ა(ა)იპ ,,თბილისის განვითარების ფონდის“ მოსახლეობასთან ურთიერთობის სამსახურის იურისტი – თამთა შენგელაია, რომელსაც ეკისრება „საჩივრის განხილვის წესით“ გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები, მათ შორის: საჩივრის განხილვის I ეტაპზე დავალებისამებრ შექმნას საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტისთვის აუცილებელი კორესპონდენციის პროექტები, საჩივრის განხილვის ორივე ეტაპზე უზრუნველყოს საჩივრის ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრაცია, საჩივრის სტატუსების განახლება, მოახდინოს საჩივრის დახურვა დადგენილი წესით.

ბ) აპარატის წევრი: ა(ა)იპ ,,თბილისის განვითარების ფონდის“ რეაბილიტირებული არეალების მონიტორინგისა და უძრავი ქონების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი – ლევან კოჭლამაზაშვილი, რომელსაც ეკისრება „საჩივრის განხილვის წესით“ გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები, მათ შორის: საჩივრის განხილვის I ეტაპზე დავალებისამებრ შექმნას საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტისთვის აუცილებელი კორესპონდენციის პროექტები, საჩივრის განხილვის ორივე ეტაპზე უზრუნველყოს საჩივრის ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრაცია, საჩივრის სტატუსების განახლება, მოახდინოს საჩივრის დახურვა დადგენილი წესით.

გ) აპარატის წევრი: ა(ა)იპ ,,თბილისის განვითარების ფონდის“ იურიდიული სამსახურის მთავარი იურისტი – მარიამ თავაძე, რომელსაც ეკისრება საჩივრის განხილვის II ეტაპზე დავალებისამებრ შექმნას საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტისთვის აუცილებელი კორესპონდენციის პროექტები, საჩივრების განმხილველი კომისიის სხდომის ოქმების მომზადება და ხელმომწერ პირთათვის წარდგენა „საჩივრების განხილვის წესით“ დადგენილ ვადაში.

6. კონტროლს წინამდებარე ბრძანების შესრულებაზე უზრუნველყოფს ა(ა)იპ ,,თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორი.

7. წინამდებარე ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

  დანართი 1