დიღმის ჭალების საქალაქო პარკის მოწყობის გარემოზე წინასწარი ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის, სოციალური საკითხების მართვისა და განსახლების გეგმის საჯარო განხილვისა და წინასწარი გარემოსდაცვითი დოკუმენტის პრეზენტაცია

დიღმის ჭალების წინასწარი გარემოსდაცვითი შეფასების პრეზენტაციაგაცნობებთ, რომ 2021 წლის 16 ივლისს, პარასკევს, 11:00 საათზე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის (GEA) შენობაში (საკონფერენციო დარბაზი), მის: აკაკი ბელიაშვილის ქუჩა #106 ჩატარდება დიღმის ჭალებში მუნიციპალური პარკის მოწყობის პროექტის გარემოზე წინასწარი ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის, სოციალური საკითხების მართვისა და განსახლების გეგმის საჯარო განხილვა.

აღნიშნული პროექტი წარმოადგენს „სიცოცხლის უნარიანი ქალაქების“ საინვესტიციო პროგრამის ნაწილს, რომლის მიზანია ქალაქის ეკოლოგიური ღირებულების გაუმჯობესება და რეკრეაციული და სამოქალაქო კეთილმოწყობის გაუმჯობესება.  საჯარო განხილვაზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს.

პროექტი ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებაა ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდი, რომელიც დაფუძნებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული პრეზენტაციის გაცნობა, თქვენი მოსაზრებებისა და შენიშვნების გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:

  • ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა #20, ვებგვერდი: tdf.ge, info@tdf.ge.
  • ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, ჟიული შარტავას ქუჩა #7, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის facebook გვერდი – https://www.facebook.com/MunicipalServiceforEnvironmentalProtection/.

დაინტერესებული პირების მოსაზრებებისა და შენიშვნების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 15 ივლისი.