თბილისის განვითარების ფონდი პროექტ ,,ახალი ტფილისის’’ ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, აბრეშუმის მუზეუმის, რეაბილიტაციას ახორციელებს.
აბრეშუმის მუზეუმში ამ ეტაპზე დასრულდა სარდაფში არსებული კედლებიდან და ჭერიდან ნალესობების მოხსნის და დრენაჟის მოწყობის სამუშაოები. მიმდინარეობს საძირკველის გამაგრება. პროექტი მიზნად ისახავს სრულ რეაბილიტაციას, შესაბამისად გათვალისწინებულია ფასადის, სახურავის, სართულების ეტაპობრივი რეაბილიტაცია-რესტავრაცია ასევე შიდა და გარე კომუნიკაციების მოწყობა და ეზოს კეთილმოწყობა.
აბრეშუმის მუზეუმი ერთ განუყოფელ მთლიანობას წარმოადგენს, რაც მას თბილისის და საქართველოს სრულად უნიკალურ კულტურულ ძეგლად აქცევს.