თბილისის განვითარების ფონდი პროექტ ,,ახალი ტფილისის’’ ფარგლებში ათონელის ქუჩა N23-ში მდებარე ისტორიული სადარბაზოს რექაბილიტაციას ახორციელებს.
შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.გიორგი ათონელის ქ N23-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, მდებარეობს გიორგი ათონელისა და ორბელიანის ქუჩის კვეთაზე, შენობას ორივე ქუჩის მხრიდან აქვს შესასვლელი, მოხატული სადარბაზოების გავლით, როგორც ჩანს, ცენტრალურ სადარბაზოდ თავდაპირველად ათონელის ქუჩის მხარეს მდებარე სადარბაზო ითვლებოდა, რაზეც მეტყველებს მისი მასშტაბი, ორბელიანის ქუჩის სადარბაზოსთან შედარებით უფრო პომპეზური არქიტექტურული ელემენტები და მხატრობა. სადარბაზოს განათების წყაროს წარმოადგენს, მეორე და მესამე სართულზე გაჭრილი, შიდა ეზოსკენ გახსნილი მაღალი ფანჯრები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს კედლებიდან და ჭერიდან გვიანდელი საღებავის ფენის მოხსნა, დაზიანებული იატაკებსი აღდგენა, დაზიანებული მხატვრობის, ხის ნაკეთობების რესტავრაცია/აღდგენა, კიბის საფეხურებისა და მოაჯირების სარესტავრაციო სამუშაოები და სარესტავრაციო არეალში არსებული კომუნიკაციების მოწესრიგება.