ათონელის ქუჩის 29 ნომერში მდებარე ორი ისტორიული სადარბაზოს სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:
- მარმარილოს იატაკისა და კიბის დაზიანებული ნაწილების აღდგენა რესტავრაცია
- ხის კარ–ფანჯრების აღდგენა რესტავრაცია
- კედლისა და ჭერის დაზიანებული ნაწილების აღდგენა რესტავრაცია
- აივნის დაკარგული დეტალების ჩამოსხმა და მონტაჟი
- თუჯის მოაჯირების აღდგენა რესტავრაცია
სარესტავრაციო სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ისტორიული სადარბაზოების აღდგენის პროგრამის ფარგლებში განახორციელდა.
რესტავრაციის შემდეგ, ისტორიულმა სადარბაზომ დაიბრუნა პირვანდელი იერსახე და მხატვრული ღირებულება.
ისტორიული სადარბაზოების რესტავრაცია 2020 წლის ბოლოს დაიწყო და სამუშაოების ღირებულებამ 414,886 ლარი შეადგინა.