ანტონ კათალიკოსის ქუჩა N30, N32-ში მიმდინარე სარეაბილიტაიო სამუშაოები

თბილისის განვითარების ფონდი ა. კათალიკოსის ქ N 32- ში და N 30- ში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

კათალიკოსის N30-ში ტარდება რკინა-ბეტონის კარკასის მოწყობის სამუშაოები, მიმდინარეობს კედლების მოწყობა აგურით, პროექტში გათვალისწინებულია სრული რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს დასრულებულ რემონტს და ყველა საჭირო კომუნიკაციას.
კათალიკოსის N32-ში კი ტარდება საძირკვლის გამაგრების სამუშაოები, მიმდინარეობს ღიობეების მოჩარჩოება ლითონის კონსტრუქციით, ხდება დაზიანებული აგურის კედლების გადაწყობა.
ორივე მისამართი პროექტით ითვალისწინებს სრულ რეაბილიტაციას, რაც გულისხმობს დასრულებულ რემონტს და ყველა საჭირო კომუნიკაციას.