ბეთლემის N10 ის სარეაბილიტაციო სამუშოები

თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ “ახალი ტფილისის” ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ბეთლემის N10 –ის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.

ნახანძრალი ავარიული შენობა ფრთხილად დაიშალა და ყველა ძველი დეტალი შენარჩუნდა შესაძლებლობის ფარგლებში.  სრულიად ახლიდან მოეწყო შენობის მზიდი კონსტრუქციული ნაწილი საძირკვლიდან დაწყებული გადახურვის ჩათვლით, მოწესრიგდა შენობასთან დაკავშირებული საკომუნიკაციო – საინჟინრო ქსელები, შენობა აშენდა ძველი შენობის ანალოგიურად და ძველი წითელი აგურის გამოყენებით,  შენობა ახლიდან გადაიხურა ფერადი თუნუქის სახურავით და დამონტაჟდა წყლის გადაყვანის ახალი სისტემა,  დამზადდა ახალი ხის აივნები, შუშაბანდი და დეკორატიული ელემენტები, ასევე რკინის ნაკეთობები,  მოეწყო ხის ახალი კარ-ფანჯარა შენობის პერიმეტრზე და შიდა სივრცეებში დამონტაჟდა ხის ძველი კარების ანალოგიური კარები,  კეთილმოეწყო და გამწვანდა შიდა ეზო, შენობის მიმდებარედ გაკეთდა მცირე მწვანე სივრცე.

შენობის რეაბილიტაციის შედეგად 15-მდე ოჯახს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდა საცხოვრებელი პირობები (ფაქტიურად არარსებული პირობები), ისტორიულმა შენობამ ამ უძველეს მიკროუბანში დაიბრუნა ძველი იერსახე და არქიტექტურულად სწორად ჩაეწერა ძველი თბილისის ულამაზეს გარემოში.

 

#ახალიტფილისი2017