პროექტ “ახალი ტფილისის” მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში – გრ. ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია განხორციელდა.
ისევე როგორც დ. აღმაშენებლის გამზირის და ლ. გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის დროს, ორბელიანების სახელობის მოედნის განახლების სამუშაოების დაწყებამდე მთელს სარეაბილიტაციო არეალში, კერძოდ: ფურცელაძის, თაბუკაშვილის, ფხოვის, ვეკუას, მტკვრის, ათონელის, ხიდის, აბჟანდაძის და ხაზინის ქუჩებზე განხორციელდა მასშტაბური სამუშაოები საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელის მოსაწესრიგებლად, უშუალოდ კი:
პირველ რიგში, ყველაზე ღრმად მოეწყო მანამდე არარსებული სადრენაჟე სისტემა, რომლის საშუალებითაც მიწისქვეშა ბუნებრივი და ტექნოგენური წყლები მოცილდა არეალში განთავსებული ძეგლების და ფონური შენობების საძირკვლებს;
გეოგრაფიულად მაღალ ნიშნულზე (ზემოთ) განთავსებული და უშუალოდ სარეაბილიტაციო უბნების (ქუჩების) თავისებურებების გათვალისწინებით პრაქტიკულად ახლიდან მოეწყო მოძველებული და დაზიანებული სანიაღვრე სისტემა;
საჭიროების მიხედვით განახლდა ან/და ახლიდან მოეწყო კანალიზაციის, სასმელი წყლის და ბუნებრივი აირის მიწოდების, ასევე სხვა ტიპის საკომუნიკაციო ქსელები უბნის სამომავლო განვითარების და დამატებითი სიმძლავრეების გათვალისწინებით.
აღნიშნული სამუშაოების შედეგად, მომზადდა საკმარისი და კარგი საფუძველი მძიმე ავარიულ მდგომარეობაში არსებული ძეგლების და სხვა შენობების რეაბილიტაციისთვის, ასევე სამომავლოდ ახლად რეაბილიტირებულ უბანში ყველა ქსელის მოწესრიგებიდან გამომდინარე, გამოირიცხა მოულოდნელი ავარიების ან/და ახალი საფარის დაზიანების აუცილებლობის რისკები.
#ახალიტფილისი2017