გრიგოლ ორბელიანის მოედანზე ყვავილების პავილიონის მშენებლობა

პროექტ „ახალი ტფილისის ფარგლებში, რეაბილიტირებულ ორბელიანის მოედანზე ყვავილების პავილიონის სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა.

ყვავილების პავილიონის პროექტის ავტორი – დიზაინერი დოდო ჩხეიძეა, ხოლო სამშენებლო სამუშაოები სამშენებლო კომპანია “ანაგმა” განახორციელა.

სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და 5 თვეში დასრულდა.
პროექტის ღირებულებამ 1.285.000 ლარი შეადგინა, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

პროექტის განხორციელების შედეგად თვითდასაქმებული 90-მდე მეყვავილე უსასყიდლოდ აგრძელებს ახალ, კეთილმოწყობილ სივრცეში საქმიანობას.

 

#ახალიტფილისი