თბილისის განვითარების ფონდმა, ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აღმაშენებლის N 22 ის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.
სამუშაოების ფარგლებში დაიშალა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი შენობა, ახლიდან აშენდა სამ ბლოკად დაყოფილი საცხოვრებელი სახლი, მოეწყო გარე და შიდა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები, ჩატარდა შიდა და გარე მოპირკეთებითი და სამღებრო სამუშაოები, ფასადზე დამონტაჟდა მაგარი ჯიშის ხის მასალით დამზადებული კარ-ფანჯარა, ქუჩის მხარეს არსებულ აივნებზე დამონტაჟდა ლითონის ჭედური მოაჯირები, ეზოს მხარეს მოეწყო მაგარი ჯიშის ხის მასალით დამზადებული შუშაბანდები შიდა ეზო მოპირკეთდა ქვაფენილით, ეზოს შესასვლელში დამონტჟდა ლითონის ჭიშკარი.
პროექტ “ახალი ტფილისის” ფარგლებში,შენობის რეაბილიტაციის შედეგად მაცხოვრებლებს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდა საცხოვრებელი პირობები (ფაქტიურად არარსებული პირობები).