თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ “ახალი ტფილისის” ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში დავით აღმაშენებლის გამზირი N21-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.
კერძოდ შენობის აღმოსავლეთის დაზიანებული კედელი დაიშალა და სრულად გადაეწყო წესების დაცვით, მოწესრიგდა შიდა საკომუნიკაციო გაყვანილობა, რომელიც აზიანებდა საძირკველს, გამაგრდა დაზიანებული მზიდი კონსტრუქციები შენობის შიდა პერიმეტრზე, ისტორიულ ფასადზე აღდგა მხატვრული დეტალები,
ისტორიული სახე დაუბრუნდა ძველ აივნებს, გამოიცვალა გვიანდელი არაავთენტური კარ-ფანჯარა შენობის ორივე მხარეს. ხელახლა გადაიხურა შენობა ფერადი თუნუქით და მოეწყო წყლის გადაყვანის ახალი სისტემა,
მოწესრიგდა საერთო სივრცეები შენობაში.
სარეაბილიტაციო სამუშოების შემდეგ შენობამ დაიბრუნა ისტორიული იერსახე და ღირებულება.