დავით აღმაშენებლის N93–ში მდებარე ისტორიული სადარბაზოს რესტავრაცია

თბილისის განვითარების ფონდმა ისტორიული სადარბაზოების რესტავრაციის პროგრამის ფარგლებში, დავით აღმაშენებლის N 93-ში მდებარე ისტორიული სადარბაზოს რესტავრაცია განახორციელა.

სადარბაზოს მოხატულობის ზედაპირებიდან მოიხსნა გვიანი დანამატი საღებავის ფენები,  ჩატარდა კედლის მხატვრობის სარესტავრაციო სამუშაოები,  კონსერვაცია-რესტავრაცია ჩატარდა ქაღალდზე შესრულებულ მხატვრობაზე (ზეთის საღებავებით შესრულებული 6 კომპოზიცია და დეკორატიული მხატვრობა), გაიწმინდა და რესტავრაცია ჩაუტარდა ლითონისა და ხის ნაკეთობებს, შესრულდა დეკორატიული მორთულობების კონსერვაცია, აღდგა სადარბაზოს მარმარილოს იატაკი და კიბეები,  გამოიცვალა სახურავის ბურული,  მოწესრიგდა სადარბაზოს მომიჯნავე ბინების შიდა კომუნიკაციები.

დავით აღმაშენებლის N 93-ის სადარბაზო მოხატულია 1905 წელს, ცნობილი მხატვრის, ბენედიქტ (ბენო) ტელინგატერისა და დე მარცოს მიერ. ზეთის საღებავებით შესრულებული მხატვრობა გამოირჩევა მდიდარი ფერწერით.
სარესტავრაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ისტორიულმა სადარბაზომ დაიბრუნა პირვანდელი იერსახე და მხატვრული ღირებულება.

 

#ახალიტფილისი2018