თბილისის განვითარების ფონდმა, ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ვ.სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რესტავრაცია განახორციელა.
სამუშაოების ფარგლებში რესტავრაცია ჩაუტარდა მხატვრულ ნაკეთობებს, დეტალებს და სკულპტურებს შენობის გარე ნაწილზე (ფასადზე), გასუფთავდა და აღდგა რკინის ძველი დეტალები, რესტავრაცია ჩაუტარდა ხის შესასვლელ კარებს, გამოიცვალა წყლის მოცილების სისტემის შესაბამისი კვანძები და გაყვანილობა, გაიწმინდა და რესტავრირდა შესასვლელი ხის კარები.
თბილისში მდებარე გამორჩეულმა შენობამ აღიდგინა ძველი ისტორიული სახე და დაიბრუნა არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულება.
#ახალიტფილისი2017