თუმანიანის N1, N3, თუმანიანის II ჩიხი N3-ის სარეაბილიტაციო სამუშოები

თბილისის გნავითარების ფოდმა, პროექტ “ახალი ტფილისის” ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში – თუმანიანის N1, N3-ის და თუმანიანის II ჩიხი N3-ის სარეაბილიტაციო სამუშოები განახორციელა.

მძიმე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი შენობები წესების დაცვით დაიშალა, პროექტში გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი კონსტრუქციული ცვლილებები ნარიყალის უძველესი ისტორიული გალავნის ნაშთების აღმოჩენის გამო.  მოწესრიგდა ყველა საკომუნიკაციო – საინჟინრო ქსელი. შენობების ისტორიული იერსახე აღდგა ძეგლთა დაცვის სააგენტოში შეთანხმებული პროექტის მიხედვით.  შენობები გადაიხურა ფერადი თუნუქით, მოეწყო წყლის მოცილების სისტემა, აღდგა ან/და ახლიდან მოეწყო ხის და ლითონის ისტორიული აივნები, მხატვრული დეტალები და ნაკეთობები. შიდა ეზოებში და მისამართების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა კეთილმოწყობის და გამწვანების შესაბამისი სამუშაოები.

ისტორიულმა შენობებმა, თბილისის უძველეს ქუჩაზე, დაიბრუნა ძეგლის იერსახე და არქიტექტურული ღირებულება, მესაკუთრეებს საგრძნობლად გაუუმჯობესდათ საცხოვრებელი პირობები.

#ახალიტფილისი2016