თბილისის განვითარების ფონდი პროექტ ,,ახალი ტფილისის’’ ფარგლებში რ. თაბუკაშვილის ქ. N46-ში/რ. ლაღიძის N6-ში მდებარე შენობის (კადეტთა კორპუსი) სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტის თანახმად ხდება შენობის ავარიული ნაწილის დემონტაჟი და ახალი შენობის მშენებლობა, რომილიც შიდა სარემონტო სამუშაოებსაც ითვალისწინებს, ასევე დაგეგმილია არა ავარიული ნაწილის კონსტრუქციული გამაგრება და სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები, ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის ავარიული ნაწილის სადემონტაჟო სამუშაოები.