თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ „ახალი ტფილისის“ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.
გამაგრდა შენობის საძირკველი და მზიდი კონსტრუქციული ნაწილები, შენობის დაზიანებული გადახურვა შეიცვალა ქართული კრამიტით და მოწესრიგდა წყლის მოცილების სისტემა, განახლდა საკომუნიკაციო-საინჟინრო გაყვანილობა, რესტავრაცია ჩაუტარდა ხის მხატვრულ დეტალებს და ნაკეთობებს, ნაწილი შეიცვალა ახლით. ნაწილობრივ გადაეწყო და გაიწმინდა ძველი ქართული აგურით ნაშენი კედლები, შემდგომი გამოყენებისთვის მოწესრიგდა შენობის შიდა სივრცეები, მოწესრიგდა შენობის გარე მხარე და კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია.
1850-იან წლებში აშენებულმა, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობამ დაიბრუნა ისტორიული იერსახე და ღირებულება.