ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია I ეტაპი

თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ “ახალი ტფილისის” ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის I ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები განახორციელა.

1200 კვ.მ-ზე სარესტავრაციო და გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა ციტადელის აღმოსავლეთ კედელს (N12 -N18 ბურჯებს შორის), ქართული აგურის წყობით, ქვის ჩანართებით; მთლიანად განახლდა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები;  მოიხსნა გალავნის კედლისთვის საფრთხის შემცველი მიშენებული სატრაპეზო;  ნარიყალას ტაძრის მიმდებარედ, აშენდა ორსართულიანი საერო სახლი (მრევლისთვის), რომელიც ბუნებრივად ერწყმის ეზოს რელიეფს და მოპირკეთებულია ძველი თბილისის არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი მასალებით,  შენობის მიმდებარედ არსებული ქუროს (ლითონის სადნობის) უძველესი ნაშთი დაიფარა შუშის კონსტრუქციით, ქვაფენილით მოპირკეთდა გალავნის შესასვლელიდან – ტაძრის ეზომდე ასასვლელი გზა,  მოეწყო შშმ პირებისთვის ადაპტირებული სველი წერტილები, ასევე  მოეწყო დამცავი დეკორატიული ჯებირები ტურისტებისთვის საგანგებოდ მოწყობილ საფეხმავლო ბილიკზე (გალავნის გაყოლებაზე).

#ახალიტფილისი2017