რიყის სკვერისა და პარკინგის კეთილმოწყობის სამშაოები

თბილისის განვითარების ფონდმა  პროექტ “ახალი ტფილისის”რეკრეაციული ზონების აღდგენის პროგრამის ფარგლებში  რიყის სკვერის და პარკინგის კეთილმოწყობის სამუშაოები განახორციელა.

პროექტის ფარგლებში: რიყის პარკის და ბარათაშვილის ხიდის პანდუსის ნაწილში აღდგა ასფალტის საფარი და შესაბამისად მოძრაობა მეტეხის გვირაბიდან ბარათაშვილის აღმართის მიმართულებით,
მოწესრიგდა რიყის პარკში ბარათაშვილის ხიდის მხრიდან შემოსასვლელი საფეხმავლო ბილიკები და ინფრასტრუქტურა,  მოეწყო სანიაღვრე ქსელი და ცხაურები, მოეწყო მწვანე თარგები სარწყავი სისტემით, დამონტაჟდა განათება იტალიური კომპანია „ნერის“ განათების ბოძების გამოყენებით,
კეთილმოეწყო და დაიხაზა 85 ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, რიყის პარკმა მიიღო დასრულებული სახე, მოწესრიგდა სამანქანო მოძრაობის კვანძი, ქალაქის ამ მნიშვნელოვანი მიზიდულობის კერისთვის დამატებით შეიქმნა 85-მდე დამატებითი ავტოსადგომი.

#ახალიტფილისი2017