თბილისში, რომის 4-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.
რომისN4-ში მდებარე შენობა გამორჩეულ მხვატრულ-არქიტექტურული სახით გამოირჩევა, მის ღირებულებას ერთიორად ზრდის მისი ისტორია – შენობის მეპატრონე მეცენატი გიორგი ქართველიშვილი, ხოლო არქიტექტორი სვიმონ კლდიაშვილია. სავარაუდოდ საუკუნის დასაწყისში გადაწყდა შენობის რეკონსტრუქცია,რომელიც ქართველ არქიტექტორ,სვიმონ კლდიაშვილს დაევალა. კლდიაშვილის შემოქმედების ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშს სწორედ ქართველიშვილის სახლი წარმოადგენს, რომელიც ინდივიდუალური სტილისტიკითა და ხელწერით გამოირჩევა.
პროექტის თანახმად მიმდინარეობს ფასადის ღებვა, შიდა ეზოს, ხის შუშაბანდების და აივნის მოწყობა ასევე ტარდება შიდა და გარე ელექტრო ქსელების, შიდა წყალსადენი კანალიზაციის ქსელის მოწყობის სამუშოები.