ფურცელაძის ქუჩა N16-ში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები

თბილისის განვითარების ფონდი პროექტ ,, ახალი ტფილისის’’ ფარგლებში ა. ფურცელაძის ქ. N16-ში მდებარე შენობა-ნაგებობის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტი ითვალისწინებს ახალი შენობის მშენებლობას, ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას.

ამ ეტაპზე დარჩენილია კიბის, საინჟინრო ქსელების მოწყობა, ფასადის და სადარბაზოების მოპირკეთება, ასევე ფასადის სამღებრო და შიდა სარემონტო სამუშაოების ჩატარება, ეზოს და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ჩასატარებელია ქვაბულის ამოღებისას გამოჩენილი ძველი ისტორიული კედლის აღდგენის სამუშაოები და თაბუკაშილის მხრიდან მეორე სართულის დონეზე გადასასვლელი ხიდების მოწყობა.