თბილისის გნავითარების ფოდმა, პროექტ “ახალი ტფილისის” მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშოები განახორციელა ღვინის აღმართის ხუთ მისამართზე N1,3,5,7 და N8 ში.
გამაგრდა შენობების საძირკველი და მზიდი კონსტრუქციული ნაწილები, შენობის დაზიანებული გადახურვა შეიცვალა ახლით, მოწესრიგდა წყლის მოცილების სისტემა, განახლდა საკომუნიკაციო-საინჟინრო გაყვანილობა, რესტავრაცია ჩაუტარდა ხის მხატვრულ დეტალებს და ნაკეთობებს, ნაწილი შეიცვალა ახლით, აღდგა და ნაწილობრივ გადაეწყო და გაიწმინდა ძველი ქართული აგურით ნაშენი კედლები, შემდგომი გამოყენებისთვის მოწესრიგდა შენობის შიდა სივრცეები, კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია და შიდა ეზოები.
ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობებმა დაიბრუნა ისტორიული იერსახე და ღირებულება ისტორიულ თბილისში.
#ახალიტფილისი2016