თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ “ახალი ტფილისის” ისტორიული სადარბაზოების რესტავრაციის პროგრამის ფარგლებში, ღვინის აღმართი N1-ში მდებარე სადარბაზოს რესტავრაცია განახორციელა.
სამუშაოების ფარგლებში გაიწმინდა რამდენიმეჯერ გადაღებილი კედლლის ზედაპირები, აღდგა დაზიანებული დეკორატიული და მხატვრული ელემენტები, შესაბამისი წესების დაცვით აღდგა და კონსერვაცია ჩაუტარდა მხატვრობას და სხვადასხვა დეტალებს, რესტავრაცია ჩაუტარდა სადარბაზოში არსებულ ხის ნაკეთობებს.
სარესტავრაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ისტორიულმა სადარბაზომ დაიბრუნა იერსახე და ღირებულება.
#ახალიტფილისი2017