შალვა დადიანის N34–ის სარეაბილიტაციო სამუშაოები

 

პროექტ “ახალი ტფილისის” ფარგლებში, თბილისის განვითარების ფონდმა, შალვა დადიანის N32–ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში მოწესრიგდა ყველა საკომუნიკაციო-საინჟინრო ქსელი, გამაგრდა შენობის საძირკველი და მზიდი კონსტრუქციული ნაწილები, შენარჩუნდა რეაბილიტაციის პროცესში შენობის ქვეშ აღმოჩენილი ქალაქის გალავნის ფრაგმენტი, რის გამოც შეიცვალა კონატრუქციული გამაგრების თავდაპირველი პროექტი, ეზოს მხარეს არსებული ავარიული შენობა დაიშლა და მის ადგილას ახალი ნაგებობა აშენდა,  შეიცვალა შენობის გადახურვა და მოწესრიგდა წყლის გადაყვანის სისტემა, რესტავრაცია ჩაუტარდა ხის მხატვრულ დაზიანებულ დეტალებს ნაწილი შეიცვალა ახლით,
განახლდა და შეიცვალა კარ-ფანჯარა, შემდგომი გამოყენებისთვის მოწესრიგდა შენობის შიდა სივრცეები და  კეთილმოეწყო შიდა ეზო.

XX საუკუნის დასაწყისში აშენებულმა, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობამ დაიბრუნა ისტორიული იერსახე და ღირებულება.
რეაბილიტაციის შედეგად 11 მდე ოჯახს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ საცხოვრებელი პირობები და მნიშვნელოვნად გაიზარდა უძრავი ქონების ღირებულება.

#ახალიტფილისი2017