პროექტ “ახალი ტფილისის” ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, თბილისის განვითარების ფონდმა შოთა რუსთაველის გამზირზე N14 და N16–ში სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.
სამუშაოების ფარგლებში გაიწმინდა და განახლდა ფასადის ყველა მხატვრული დეტალი, მოწესრიგდა წყლის გადაყვანის სისტემა, შოთა რუსთაველის გამზირ N14-ში რესტავრაცია ჩაუტარდა ეზოს ლითონის ჭიშკარს და სადარბაზოს ძველებურ ხის კარებს, გამაგრდა აივნების კონსტრუქციული ელემენტები, გაიწმინდა და შეიღება ლითონის მოაჯირები, ფერთა კვლევის საფუძველზე გადაიღება ფასადის ზედაპირი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად შენობებმა დაიბრუნა ისტორიული იერსახე და ღირებულება.
#ახალიტფილისი2017