თბილისის განვითარების ფონდი პროექტ “ახალი ტფილისის” ფარგლებში,წინამძღვრიშვილის 1 ნომერში, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარეობს საძირკველის გამაგრება, ასევე მაგრდება დაზიანებული კედლები და ღიობეები, იხსნება ფასადის დაზიანებული ნალესი, ტარდება სახურავის და ხის კარ-ფანჯრების მოწყობის სამუშაოები.
პროექტი ითვალისწინებს სრულ რეაბილიტაციას (დასრულებული რემონტით და ყველა საჭირო კომუნიკაციით)