ჯავახიშვილის ქუჩა N14-ში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები

თბილისის განვითარების ფონდი პროქტ ,,ახალი ტფილისის“ ფარგლებში ჯავახიშვილის 14-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
XX საუკუნის დასაწყისში აგებული შენობა თბილისის მდიდრული, საშემოსავლო სახლების ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ნაგებობაა. აქ მაცხოვრებელთა სოციალური ფენა, ინტელიგენციის და მდიდარი ვაჭრებისგან შედგებოდა.

რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარეობს გარე მოპირკეთების სამუშაოები, ტარდება  სადარბაზოს და საცხოვრებელი ბინის რესტავრაცია-კონსერვაცია, დასრულების შემდეგ კი დაგეგმილია, აღნიშნულ ფართებში, მოპირკეთებისა და ელ. სამონატჟო სამუშაოები.