ჯოვანი სკუდიერის ქუჩის და მის მიმდებარე ტერიტორის კეთილმოწყობის, ასევე მხატვრების პავილიონების მოწყობის სამუშაოები

თბილისის განვითარების ფონდი, სკუდიერის ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კეთილმოწყობის, ასევე მხატვრების პავილიონების  მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია:
არსებული საყრდენი კედლის გამაგრება, რესტავრაცია და მოპირკეთების სამუშაოები;
ტერიტორიაზე გამწვანების თარგების მოწყობის სამუშაოები;
არეალში დეკორატიული სანათების მონტაჟი;
ახალი გარე განათების ბოძებისა და ქსელის მოწყობის სამუშაოები;
სარწყავი ქსელის მოწყობის სამუშაოები;
უსაფრთხოების ქსელისა და ვიდეო სამეთვალყურეო კამერების  სისტემების მოწყობა;
მხატვრებისთვის განკუთვნილი სავაჭრო სტენდების მოწყობა;
საფეხმავლო სივრცის კეთილმოწყობის სამუშაოები;
სამუშაოების ღირებულება  1.349.916 ლარს შეადგენს და მისი დასრულება მიმდინარე წლის 20 სექტემბრისთვის არის გათვალისწინებული.