ლისის ტბის გარშემო საფეხმავლო ბილიკის მოწყობის სამუშაოები

თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ “ახალი ტფილისის” რეკრეაციული ზონების აღდგენა-განვითარების პროგრამის ფარგლებში,  ლისის ტბის გარშემო საფეხმავლო ბილიკის მოაწყო.

პროექტის ფარგლებში ტბის გარშემო 2,5 – კილომეტრიან მონაკვეთში დაიგო ბეტონის საფარი, მოეწყო სადრენაჟე-სანიაღვრე ქსელი და გარე განათების სისტემა.კეთილმოეწყო საფეხმავლო გზის გვერდულები.
საფეხმავლო ბილიკზე განთავსდა საგზაო ნიშნები და ყოველ 500 მეტრში დამონტაჟდა მანძილის აღმნიშვნელი ბოძები.

#ახალიტფილისი2016