село ремонтное
მოქალაქეთა საყურადღებოდ !
креативные Joomla шаблоны.
გთხოვთ, პარასკეობით ფონდში შეხვედრისთვის გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ელექტრონულად (ფონდის ვებ-გვერდის ან/და საინფორმაციო ელ.ფოსტის საშუალებით), ან დააფიქსიროთ წერილობით თქვენი მოთხოვნა, თბილისის განვითარების ფონდის მოსახლეობის მისაღებში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 48, II სართული).
წინასწარი რეგისტრაცია აუცილებელია იმისთვის, რომ კონკრეტულ მოქალაქესთან შეხვედრისთვის ფონდის წარმომადგენლები იყვნენ კარგად მომზადებული, შეხვედრაზე არ დაიკარგოს დრო ინფორმაციის გაცვლაზე და მოქალაქემ მიიღოს მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი / რეკომენდაცია მისთვის საინტერესო საკითხზე.
კვირის განმავლობაში ფონდი მოამზადებს კომპეტენტურ პასუხს მოქალაქეების მიერ დაყენებულ საკითხებზე / მოთხოვნებზე. საკითხის მომზადების დასრულების შემდეგ, მოქალაქეს სატელეფონო ზარის საშუალებით ეცნობება შეხვედრის დღე, კერძოდ: თუ საკითხის მომზადება მოესწრო იმავე კვირაში, რომელშიც მოქალაქემ გაიარა რეგისტრაცია, მასთან შეხვედრა გაიმართება იმავე კვირის პარასკევს (მოსახლეობის შეხვედრებისთვის განკუთვნილ დღეს), ხოლო საკითხის სირთულის შემთხვევაში შემდეგ პარასკევს.
გმადლობთ,
თბილისის განვითარების ფონდის ადმინისტრაცია