обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное


თბილისის განვითარების ფონდის განცხადება

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.
08.04.2020

   გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ლერმონტოვის ქ. N3-ში მდებარე შენობაში საპროექტი დოკუმენტაციის მიხედვით, შიდა სივრცეების დემონტაჟი მიმდინარეობდა. ასევე, ხორციელდებოდა სადარბაზოს კედლების ზონდაჟების მოწყობა და ავარიული უკანა ფლიგელის დემონტაჟი, რა დროსაც კედლის ჩამოშლა მოხდა. 

 

შემთხვევის ადგილზე სამი მუშა იმყოფებოდა, რომელთაც პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. ორი მათგანი შემთხვევის ადგილიდან კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. დაშავებულთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, რაც ამ ეტაპისთვის, ყველაზე პრიორიტეტულია.
პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით, სამშენებლო კომპანიები „ინსი“ და „ანაგი“ ახორციელებენ პროექტის მიხედვით. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დაცული იყო სამშენებლო უსაფრთხოების ყველა წესი. შემთხვევის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

Здесь новые шаблоны для dle
TOP