დავით აღმაშენებლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები I ეტაპი

თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ ახალი ტფილისის მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე ილიას ბაღიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე ძეგლებისა და რიგითი შენობების აღდგენამდე სრულად განახლდა ან/და ახლიდან მოეწყო საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელი, კერძოდ:
პირველად მოეწყო ახალი დრენაჟის და სანიაღვრე სისტემა, რადგან ძველი ვერ უმკლავდებოდა დღევანდელ ნაკადებს; გამოიცვალა მოძველებული საკანალიზაციო სისტემა, მოეწყო წყლის მიწოდების ახალი ქსელი,
შეიცვალა ბუნებრივი აირის მიწოდების გაყვანილობა და ფასადებიდან მოიხსნა ძველი ქსელი, მოწესრიგდა ყველა სხვა ტიპის ქსელი, გაყვანილობა მაქსიმალურად მოექცა მიწისქვეშ სპეციალურ არხებში. გამზირზე სრული რეაბილიტაციისთვის, ისევე როგორც სხვაგან, წინასწარ მოწესრიგდა ყველა ზემოთ მოცემული ქსელი, გაიზარდა კვეთები, საინჟინრო-საკომუნიკაციო სისტემა მომზადდა გამზირზე კომერციული აქტივობის ზრდისთვის სამომავლოდ.