დიმიტრი უზნაძის 4-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები

თბილისის განვითარების ფონდის პროექტ “ახალი ტფილისის” ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, დ. უზნაძის 4-ის სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში გამაგრდა დაზიანებული აივნების მზიდი კონსტრუქციები,  ისტორიულ ფასადზე გამოიცვალა გამოფიტული და დაზიანებული ქვა, გაიწმინდა და განახლდა ყველა მხატვრული დეტალი, დამუშავდა და შეიღება შენობაზე განთავსებული რკინის ნაკეთობები, მოწესრიგდა წვიმის წყლის გადაყვანის სისტემა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ შენობამ დაიბრუნა ისტორიული იერსახე და ღირებულება.

#ახალიტფილისი2016