село ремонтное
პროექტი "ახალი ტფილისის" მუზეუმების განვითარების პროგრამის ფარგლებში,ილია ჭავჭავაძის თბილისის სახლ-მუზეუმს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და პირვანდელ სახეს დაიბრუნებს
13.06.2017
ჯავახიშვილის ქუჩაზე #7-ში, ილია ჭავჭავაძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 19-ე საუკუნის ისტორიული ნაგებობის რესტავრაცია 40 წელია არ მომხდარა. შენობის თავდაპირველი სახე საბჭოთა ეპოქის დროს ჩატარებულ რემონტს ემსხვერპლა.
სპეციალისტებს შენობაში კედლები რამდენჯერმე გადაღებილი დახვდათ.
"როცა კედელი გავხსენით, ვნახეთ, რომ სრულად შემორჩენილია ილიასეული კედლის ფენა, თუმცა დაზიანებები აქვს. ახლა მის გასუფთავებასა და ნაკლული ადგილების შევსებაზე ვმუშაობთ. კედელს ტონირებას გავუკეთებთ, აღვადგენთ და პირვანდელ სახეს მიიღებს", - განაცხადა რესტავრატორმა დავით გაგოშიძემ.
რესტავრაცია სპეციალისტებმა ილია ჭავჭავაძისა და მისი მეუღლის საძინებელი ოთახიდან დაიწყეს. მწვანე შეფერილობის კედლის ორნამენტიანი ფენაც ილიას დროის უნდა იყოს. სახლში ამ ეპოქის კიდევ რამდენიმე ოთახი და შუშაბანადია. მათი აღდგენა და პირვანდელი სახის დაბრუნება ეტაპობრივადაა ჩაფიქრებული.
სახლი, რომელიც მწერლის დის ელისაბედის საკუთრება ყოფილა, კომუნისტებმა კომუნალურ საცხოვრებლად გადააკეთეს და 40-მდე ოჯახი შეასახლეს და რამდენჯერმე გაუკეთეს მინაშენი. ცნობილია, რომ სახლში, მწერლის საცხოვრებლის გარდა „ივერიის“ რედაქცია და სტამბა ფუნქციონირებდა.
მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი ნინი სანადირაძე საზოგადოებრივთან საუბარში აღნიშნავს, რომ სახლი თანამედროვე მუზეუმის ელფერს შეიძენს და ასევე ძველ იერსახესაც შეინარჩუნებს. აქ 15 საგამოფენო დარბაზი, მულტიმედიური კაფე და ბიბლიოთეკა გაიხსნება.
სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ორ ეტაპად, ქალაქ თბილისის მერია და თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს. ახალი სამუზეუმო სივრცის გახსნას 2018 წელს
იგეგმება.წყარო:http://1tv.ge
განახლებული აღმაშენებელის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი „ევროპა ნოსტრას“ 2017 წლის კონკურსში გამარჯვებულად დასახელდა
08.06.2017
განახლებული აღმაშენებელის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, „ევროპა ნოსტრას“ 2017 წლის კონკურსში გამარჯვებულად დასახელდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თბილისის განვითარების ფონდიდან“ აცნობეს, თბილისის მერიის და „თბილისის განვითარების ფონდის“ პროექტი „ახალი ტფილისი“, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციით, „ევროპა ნოსტრას“ 2017 წლის კონკურსში, კონსერვაციის ნომინაციაში გამარჯვებულ პროექტად დასახელდა.
ფონდის ინფორმაციით, 2016 წელს დავით აღმაშენებლის გამზირზე განხორციელებულმა რეაბილიტაციამ, კულტურული მემკვიდრეობის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, ჟიურის განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა. „ევროპა ნოსტრა“ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური კონკურსია, სადაც ჯილდო კულტურული მემკვიდრეობის დარგში საუკეთესო მიღწევებისთვის ენიჭება სხვადასხვა მიმართულებით: კონსერვაცია, კვლევა, განათლება, ტრენინგი და ცნობიერების ამაღლება. ევროპის წამყვანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაცია „ევროპა ნოსტრას“, სახელგანთქმული საოპერო მომღერალი პლასიდო დომინგო ხელმძღვანელობს. მასში გაწევრიანებულია 250 ორგანიზაცია (კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ასოციაციები და ფონდები), 150 ასოცირებული ორგანიზაცია (სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობა და კორპორაციები), აგრეთვე 1500-ზე მეტი ინდივიდუალური წევრი“, - აცხადებენ ფონდში.
მათივე ინფორმაციით, პროექტი „ახალი ტფილისი“ აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციით, „ევროპა ნოსტრას“ ოფიციალურ ვებ გვერდზე სხვადასხვა ქვეყნების გამარჯვებულ საუკეთესო პროექტებს შორისაა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი წინსვლა და საერთაშორისო აღიარებაა.
http://www.interpressnews.ge
ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება
18.05.2017
თბილისის მერია და ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდი“ ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციას გეგმავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ქუჩის განვითარება და რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები 2017 წლის ბოლომდე მომზადდება და სამუშაოები 2018 წელს დაიწყება.
http://www.interpressnews.ge
2017 EU Prize for Cultural Heritage / Europa Nostra Awards: Special Mentions
01.06.2017
The Special Mentions of the European Union Prize for Cultural Heritage / Europa Nostra Awards 2017 were made public today by Europa Nostra and the European Commission. This year, the Awards’ Jury granted Special Mentions to 13 heritage achievements from 11 European countries taking part in the Creative Europe programme of the European Union....
იგეგმება.წყარო:http://www.europanostra.org
წინამძღვრიშვილისა და რომის ქუჩებზე ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია იგეგმება
22.02.2017
თბილისის განვითარების ფონდმა 3 ისტორიულ ძეგლზე სარეაბილიტაციო პროექტის მოსამზადებლად კონკურსი გამოაცხადა. საპროექტო დავალება მოიცავს: წინამძღვრიშვილის ქუჩის N1 და N39-ში და რომის ქუჩის N4-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო პროექტების მომზადებას, რომლის მიხედვით არსებული შენობების აღდგენითი სამუშაოები დაიგეგმება.
როგორც „სითი კვირას“ თბილისის განვითარების ფონდში განუცხადეს, არქიტექტურული პროექტები “ახალი ტფილისის” ფარგლებში, ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების რეაბილიტაციის პროგრამით ხორციელდება.
მათივე ინფორმაციით, საკონკურსო წინადადებების მიღება დაწყებულია და 13 მარტს, 15:00 – 17:00 საათამდე დამთავრდება.
რომის ქუჩა N4-ში მდებარე სარეაბილიტაციო პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 30 900 ლარს, წინამძღვრიშვილის ქუჩის N1 – ის 132 000 ლარს, ხოლო წინამძღვრიშვილის ქუჩის N 39-ში მდებარე სარეაბილიტაციო პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 76 000 ლარს შეადგენს.
საკონკურსო პირობების დეტალურად გაცნობა, შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=220219&lang=ge
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=220226&lang=ge
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=220228&lang=ge
პუბლიკაციის წყარო: http://www.city.kvira.ge