ათონელისა და ფხოვის ქუჩები საფეხმავლო გახდება.
ამის შესახებ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, გიორგი ბაიდარაშვილმა ორბელიანის მოედნის რეაბლიტაციის პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ტერიტორიაზე აშენდება ავტოსადგომი, დაიწყება უნიკალური შენობა-ნაგებობების რესტავრაცია-გამაგრება, ამასთან, 3 კომერციული ობიექტის მშენებლობაც მოხდება.
თბილისის მერმა კახა კალაძემ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო და გზის დაგების სამუშაო დაათვალიერა. გაიხსნა ვირსალაძის ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან დამაკავშირებელი და ხიდის ქუჩის რუსთაველის გამზირთან დამაკავშირებელი გზები.
თბილისის მერი კახა კალაძე მთაწმინდის რაიონში, ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომლის ნაწილშიც საინჟინრო-საკომუნიკაციო სამუშაოები და შესაბამისი მონიშვნებით გზის საფარის დაგების პროცესი დასრულებულია.
კახა კალაძე სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორ გიორგი ბაიდარაშვილთან ერთად გაეცნო.