обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუდიაშვილის სკვერის რეაბილიტაციის საკითხზე იმსჯელეს

 
06.10.2025


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტი არ არის ჯერ–ჯერობით შეთანხმებული და თემის ირგვლივ უფრო მასშტაბური შეხვედრები იგეგმება. მისივე თქმით, კონკრეტული გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც პროცესში, საკითხით დაინტერესებულ პირთა მაქსიმალურად დიდი რაოდეონობა ჩაერთვება. „გუდიაშვილის სკვერი კრწანისის რაიონშია განთავსებული და მე, როგორც ამ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ყველა ღონეს ვიხმარ, რათა მაქსიმალურად გონივრულ ვადებში მოხდეს ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ უწყვეტ რეჟიმში გავაგრძელებთ შეხვედრებს და ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, უკვე რაიონის გამგებელთან, ფონდის წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ ორგანიზციებთან ერთად“–დასძინა მან.

იხილეთ ვრცლად: თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუდიაშვილის სკვერის რეაბილიტაციის საკითხზე იმსჯელეს

ძველი თბილისის რეაბილიტაციის მონიტორინგის მიზნით თბილისის საკრებულოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

 
06.10.2025


ძველი თბილისის რეაბილიტაციის მონიტორინგის მიზნით,  თბილისის საკრებულოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. აღნიშნული ინიციატივა,  საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ  გოჩა ბაბუნაშვილმა თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელთან შეხვედრისას წამოაყენა.
გოჩა ბაბუნაშვილმა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელობა საკრებულოს დამოუკედებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს შესთავაზა. ჯგუფში ასევე ჩართულები იქნებიან საკრებულოს სხვა დეპუტატები.

იხილეთ ვრცლად: ძველი თბილისის რეაბილიტაციის მონიტორინგის მიზნით თბილისის საკრებულოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

ძველ უბნებს სამშენებლო ნარჩენებისგან დაასუფთავებენ

 26.09.2025

 

თბილისის განვითარების ფონდი, ქალაქის დასუფთავების სამსახურთან ერთად აწყობს ერთობლივ აქციას თბილისის ძველი უბნების დასასუფთავებლად  თბილისის განვითარების ფონდისა და თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის ერთობლივი აქცია 27 სექტემბერს დილის 11 საათზე გუდიაშვილის ბაღში, ხოლო 12 საათზე ბოტანიკურის ქუჩაზე ჩატარდება. აქციაში მონაწილეობას ფონდისა და დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელები და თანამშრომლები მიიღებენ.

იხილეთ ვრცლად: ძველ უბნებს სამშენებლო ნარჩენებისგან დაასუფთავებენ

თბილისის განვითარების ფონდში გუდიაშვილის მოედნის გარშემო არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პროექტებზე საჯარო განხილვა გაიმართა

 28.09.2025

თბილისის განვითარების ფონდში გუდიაშვილის მოედნის გარშემო არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პროექტებზე საჯარო განხილვა გაიმართა თბილისის განვითარების ფონდის საზოგადოებრვი დარბაზის შეხვედრაზე განხილულ იქნა, გუდიაშვილის მოედანთან არსებული მემკვიდრეობა, როგორც პროექტების, ასევე დაფინანსების კუთხით. გუდიაშვილის მოედნის გარშემო არსებული კულტურული ძეგლების და სახლების მომავალზე განვითარების ფონდის მიერ მოწვეულმა სტუმრებმა იმსჯელეს. მათ შორის იყვნენ: არქიტექტორთა კავშირი, ასოციაცია ინჟინრული აზრი, დამოუკიდებელი ექსპერტები, ხელოვნებათმცოდნეები, არასამთავრობო ორგანიზაცია ტფილისის ჰამქარი, საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, არქიტექტორ-ინსტრუქტორები  და ადგილობრივი მოსახლეობა.

იხილეთ ვრცლად: თბილისის განვითარების ფონდში გუდიაშვილის მოედნის გარშემო არსებული კულტურული მემკვიდრეობის...

გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება

 
24.09.2025

თბილისის განვითარების ფონდში 28 სექტემბერს, 11 საათზე გუდიაშვილის მოედნის გარშემო არსებული კულტურული ძეგლების თემაზე იმსჯელებენ. როგორც ფონდში აცხადებენ, განხილვის თემა გუდიაშვილის მოედნის გარშემო არსებული კულტურული ძეგლების დაცვა და აღდგენაა. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ : თბილისის განვითარების ფონდი, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქარი“, საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, ხელოვნებათმცოდნეები, ქალაქ თბილისის არქიტექტურული სამსახური,კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საპატრიარქოს წარმომადგენლები, ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი,მედიის წარმომადგენლები, მოსახლეობა და სხვა დაინტერესებული პირები.

იხილეთ ვრცლად: გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება
TOP