обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное

 24.02.2016

       თბილისის განვითარების ფონდი ღვინის აღმართზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს 2015 წლიდან ახორციელებს. ღვინის აღმართი N 8 -ში მდებარე შენობის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს ღვინის აღმართი N1,3,5 და N 7 – ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის მქონე შენობების კონსტრუქციული გამაგრება. გამოიცვალა დაზიანებული დეკორატიული ელემენტები, განხორცილდა საღი ნაწილების რესტავრაცია. გარდა შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებისა, მიმდინარეობს შიდა ეზოების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები.

 24.02.2016

        თბილისის განვითარების ფონდის ცნობით, შალვა დადიანის ქუჩისა და ლადო ასათიანის ქუჩის კუთხეში, N34/17-ში მდებარე ისტორიულ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

რესტავრაცია ასევე ჩაუტარდება შალვა დადიანის ქუჩის 32 ნომერში მდებარე ისტორიულ სახლსაც. ორივე სახლის სარეაბილიტაციო სამუშაობისთვის თბილისის განვითარების ფონდის ბიუჯეტიდან 1 516 000 ლარია გათვალისწინებული. 

 23.02.2016

    სოლოლაკში მდებარე ისტორიული სახლის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დაიწყება. კრწანისი გამგეობის დაკვეთით, შენობის პროექტი ICOMOS საქართველომ მოამზადა.

 
როგორც თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ბაიდარაშვილმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, პროექტში გარკვეული კორექტირების შეტანაა საჭირო, რის შემდეგაც ფიზიკურ სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება. ბაიდარაშვილის ინფორმაციით, ტენდერი უახლოესი 20 დღის განმავლობაში გამოცხადდება, სახლის რეაბილიტაცია კი 2016 წელს დაიწყება. მისივე თქმით, სახლი 18-ე საუკუნეშია აგებული, თუმცა მისი რესტავრაცია/რეაბილიტაცია წლებია არ მომხდარა. სახლი ასათიანისა და დადიანის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს.

 

 24.02.2016

     თბილისში დავით აღმაშენებლის გამზირის  ნაწილის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. რეკონსტრუქცია ეხება ყველა შენობას, გარდა რამდენიმე ახალი სახლისა. რესტავრირდება სადარბაზოების მხატვრობა და ჩუქურთმებიც. რეკონსტრუქციის შემდეგ მაზნიაშვილის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის გადაკვეთიდან საარბრიუკენის მოედნამდე  ქვეითად მოსიარულეთა ქუჩა მოეწყობა. 

 23.02.2016

     "ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობაზე რეგულირება უნდა გამკაცრდეს", - აღნიშნული ინიციატივით, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი, გიორგი ბაიდარაშვილი გამოდის. მისი თქმით, არსებული კანონმდებლობა დღევალდელ რეალობას არ შეესაბამება და ის შესაცვლელია. ბაიდარაშვილი ისტორიული ძეგლების რეკონსტრუქციაში კერძო სექტორის ჩართულობის აუცილებლობას ხედავს. 

TOP