უზნაძის 4ში ისტორიული შენობის რეაბილიტაცია- რესტავრაცია დასრულდა

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.
04.10.2016

    თბილისის განვითარების ფონდის პროექტი "ახალი ტფილისის" ფარგლებში, დიმიტრი უზნაძის ქუჩა N4- ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.  შენობის შიდა ეზოს მხრიდან აივნებს, ასევე, სანაპიროს მხარეს მდებარე ფასადსა და აივნებს რესტავრაცია ჩაუტარდა. აღდგენილია სახლის გვერდითა ფლიგელი და დასრულებულია ამავე მხარეს აივნებისა და ფასადის სარესტავრაციო სამუშაოები. შენობის დაზიანებების ხარისხიდან გამომდინარე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ინდივიდუალურად ჩაუტარდა ყველა აივანს და საფასადე ორნამენტებს. დიმიტრი უზნაძის N4-ში მდებარე საცხოვრებელმა სახლმა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული პირვანდელი სახე დაიბრუნა

     

  

Здесь новые шаблоны для dle