обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное


ყავლაშვილის N9-ის სახლის რეაბილიტაცია დასკვნით ფაზაშია

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.

04.09.2017

 თბილისის განვითარების ფონდი ისტორიული ქალაქის რეაბილიტაციის პროცესს განაგრძობს. ყავლაშვილის ქუჩა N9-ში საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია, პროექტ „ახალი ტფილისის“ ისტორიულ-კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. შენობის სადემონტაჟო სამუშაოების შემდეგ, საცხოვრებელი სახლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წელს დაიწყო და დასკვნით ფაზაშია.

 ამ ეტაპზე მიმდინარეობს:

✅ შენობის ფასადის სამღებრო და კარნიზების მოწყობის სამუშაოები 

✅ეზოსა და სართულშუა კიბეების მოპირკეთება 

✅ ხის ჭვირული აივნების მოაჯირების მოწყობა  ყავლაშვილის ქუჩა N9-ში მდებარე ორსართულიანი შენობა XIX საუკუნის I ნახევარშია აგებული და თბილისური საცხოვრებლის დამახასიათებელ ნიმუშს წარმოადგენს. ზემო კალას განაშენიანებაში მოქცეული სახლი გამორჩეულია არქიტექტურულ - მხატვრული თვალსაზრისით. მისი მშენებლობა და რეაბილიტაცია თავდაპირველი პროექტის მიხედვით ხორციელდება.  თბილისის განვითარების ფონდი ყავლაშვილის N9- ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშოებს 2017 წლის ბოლოს დაასრულებს.

Здесь новые шаблоны для dle
TOP