обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное


დადიანის 34-ში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.

09.08.2018

 თბილისის განვითარების ფონდმა კრწანისის რაიონში, შალვა დადიანის N34-ში საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. შენობა XIX საუკუნის შუა წლებშია აგებული და ქვემო კალის განაშენიანების უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს. საცხოვრებელი სახლი ძველი ქალაქის გალავნის ბურჯზეა აშენებული და მისი განსაკუთრებული ხიბლი თბილისური სახლისთვის დამახასიათებელი ჭვირული დეტალებით შემკული ხის მომრგვალებული აივანია.

  პროექტის ფარგლებში, გამაგრდა შენობა, შეიცვალა შიდა და გარე საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელი, გაიწმინდა მიწით სავსე სარდაფი, ხოლო სარდაფის კედლის ნაწილი ავთენტური სახით შენარჩუნდა; გადაეწყო დადიანის N32-სა და N34-ს შორის საერთო გამყოფი კედელი; აღდგა დაზიანებული სახურავი; რესტავრაცია ჩაუტარდა აივნებსა და მის დეკორატიულ ელემენტებს; ხის დაზიანებული დეტალები ახალი, ანალოგიური ნაკეთობებით შეიცვალა, კეთილმოეწყო ეზო და ჩატარდა შენობის შიდა სარემონტო სამუშაოები. სარეაბილიტაციო სამუშაოები ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესაბამისი წესების დაცვით 2016 წლის გაზაფხულზე, პროექტ „ახალი ტფილისის“ ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და სხვა შენობების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში დაიწყო. ისტორიული სახლის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 341 000 ლარი გამოიყო. სამუშაოების შედეგად, დადიანის N34-ში მცხოვრებ ხუთ ბინათმესაკუთრეს საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუუმჯობესდა და უძრავი ქონების ღირებულება გაიზარდა.

  

 

 

 

 

 

Здесь новые шаблоны для dle
TOP