обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное
14.12.2016

    თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ბაიდარაშვილმა დღეს ხელი მოაწერეს “საველე სკოლის” პროექტს. პროექტი ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაციის დაფინანსებით ხორციელდება. თბილისის მერიაში გამართულ ხელმოწერას საფრანგეთის ელჩი საქართველოში, პასკალ მენიე ესწრებოდა. საველე სკოლის პროექტის მიზანია ქართველ რესტავრატორთა ჯგუფის გადამზადება და ამ სახით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის ხელშეწყობა.

11.12.2016

    თბილისის განვითარების ფონდი ნარიყალას რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებს ახორციელებს. ციხე-სიმაგრის აღდგენის მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისის განვითარების ფონდის დირექტორთან, გიორგი ბაიდარაშვილთან და კრწანისის რაიონის გამგებელთან, გიორგი კოპალეიშვილთან  ერთად გაეცნო. ადგილზე იმყოფებოდნენ  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს  წარმომადგენლები.  დავით ნარმანიას თქმით, ამ მასშტაბის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები  ციხეს აქამდე არასოდეს ჩატარებია.

01.12.2016

    თბილისის მერიის არქირექტურის სამსახურის სტაჟიორთა პროგრამის ფარგლებში, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორ გიორგი ბაიდარაშვილთან  შეხვედრა გაიმართა.  გიორგი ბაიდარაშვილმა,  სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისთვის სემინარი ჩაატარა, სადაც განხილული იქნა ქალაქის განვითარების საკითხები,  ფონდის მიერ განხორციელებული პროექტები და   სამომავლო გეგმები.

18.10.2016

    თბილისის განვითარების ფონდის პროექტი "ახალი ტფილისის" ფარგლებში განახლებულ რეაბილიტირებულ აღმაშენებლის გამზირს ცნობილი მოქანდაკის კახი ერაძის  ექვსი ნამუშევარი ამშვენებს. ხელოვანის მიერ შექმნილი სადა და დახვეწილი ნამუშევრები   რეაბილიტირებულ აღმაშენებელს უფრო  საინტერესოს ხდის.

16.10.2016

    თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „თბილისზე მზრუნველი“ 7 ადამიანი დააჯილდოვა. „თბილისზე მზრუნველი“-ს ჯილდო, წელს, რესტავრატორ ლელა ნინოშვილს, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმ მაია სვანიშვილს, 41-ე ბაღის დირექტორ  მაყვალა ჩუბინიძეს, ბიბლიოთეკარ ნანა ხომერიკს, მეტროს მემანქანე შაქრო ხვედელიძეს,  N19 ხელოვნების სკოლის დირექტორ თამაზ მოლაშვილს და რესტავრატორ ზაზა ჯალალს გადაეცათ.

15.10.2016

    ძმები ზდანევიჩებისადმი მიძღვნილი პერფომასი აღმაშენებლის N32-ში. ავტორი უტა ბექაია

15.10.2016

    თბილისობა 2016 - ის სადღესასწაულო ღონისძიებებს ახალ ტფილისში თბილისის ვიცე-მერი  ლაშა აბაშიძე, კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი  ია მაქაცარია და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი დაესწრნენ

TOP