обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное
28.06.2016

    თბილისის მერიის და თბილისის განვითარების ფონდის პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში, ისტორიული შენობების აღდგენა  ძველ თბილისში სხვადასხვა ქუჩებზე  მიმდინარეობს. 
ერთ-ერთი გამორჩეული,  დიმიტრი უზნაძის ქუჩა N4- ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარესტავრაციო პროექტია. აღნიშნულ მისამართზე მდებარე  ისტორიული  შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული
.

24.06.2016

    თბილისის მერიის და თბილისის განვითარების ფონდის პროექტ „ახალი ტფილისის“ სარესტავრაციო პროექტები,  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოებისთვის დადგენილი სტანდარტების მიხედვით ხორციელდება.
   დავით აღმაშენებლის გამზირ N53 - ში  შენობის ფასადზე არსებულ ძველ მხატვრობას რესტავრაცია უტარდება. აღნიშნულ ობიექტზე, სამუშაოებს  კედლის მხატვრობის პროფესიონალი რესტავრატორები აწარმოებენ
.

23.06.2016

   თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და თბილისის განვითარების ფონდის პროექტ „ახალი ტფილისის“ პირველი ეტაპის სამუშაოების ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირ N54 - ში მდებარე ისტორიულ შენობას რესტავრაცია უტარდება. საცხოვრებელი სახლი ხის ჭვირული აივნებით და მხატვრული ელემენტების სიუხვით გამოირჩევა.

21.06.2016

   თბილისის განვითარების ფონდმა შალვა დადიანის ქუჩა N32- სა და N34-ში უძველესი ისტორიული სახლების სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულ მისამართებზე შენობებს სრული გამაგრება ჩაუტარდება, შენარჩუნდება ისტორიული დეტალები, აივნები, პირვანდელი სახით აღდგება გარე და შიდა ეზოს ფასადები, შეიცვლება კარ-ფანჯრები და სახურავები, მთლიანად გამოიცვლება ძველი საკომუნიკაციო ქსელები.

17.06.2016

   თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და თბილისის განვითარების ფონდის პროექტის - „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მიმდინარეობს, დავით აღმაშენებლის გამზირ N46-ში მდებარე ისტორიული შენობის აღდგენა-რესტავრაცია.

16.06.2016

   აღმაშენებლის გამზირზე საინჟინრო - კომუნიკაციების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მოიცავს ახალი სადრენაჟე და სანიაღვრე ქსელის მოწყობას, ძველი საკანალიზაციო ქსელის დემონტაჟს და ახლით შეცვლას, ასევე ახალი მაგისტრალური წყალსადენის მილის მოწყობას.

15.06.2016

   დავით აღმაშენებლის გამზირ N26 - ში მდებარე ისტორიული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მიმდინარეობს. სულ ახლახანს, აღმაშენებლის N26 - ის სადარბაზოს კედლებზე XX საუკუნის მხატვრობა აღმოჩნდა, რომლის სრულ წარმოჩენაზე რესტავრატორები მუშაობენ.

09.06.2016

   პროექტ „ახალი ტფილისის“რეაბილიტაციის პროცესში, დავით აღმაშენებლის გამზირ N36 - ში  სადარბაზოს მხატვრობის რესტავრაციისას, მე- 2 სართულის კედელზე შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ კიდევ ერთი სცენა გამოიკვეთა. დავით აღმაშენებლის გამზირ N36 - ის სადარბაზოს კედლებზე გამოსახული „ვეფხისტყაოსნის“ სცენები მიხეილ ზიჩის ილუსტრაციის მიხედვითაა შესრულებული.

09.06.2016

   თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ახორციელებს ლადო გუდიაშვილის სახელობის მოედანსა და მისი მიმდებარე არეალის  აღდგენა-განახლებას. მოსამზადებელი ეტაპით გათვალისწინებული, საინჟინრო ქსელების რეაბილიტაციის  სამუშაოები დაიწყო, რომელიც გათვალისწინებულია შემდეგ მისამართებზე: გუდიაშვილის მოედანი, ჯიბლაძიდან - ბეთლემის ქუჩამდე,  ახოსპირელის ქუჩის გასასვლელიდან - გუდიაშვილის მოედნამდე მონაკვეთი, ლადო ასათიანის ქუჩიდან - ბეთლემის მოედნამდე,  ახოსპრელის ქუჩიდან ლერმონტოვის მიმართულებით და გუდიაშვილის  მოედნიდან ლერმონტოვის ქუჩისკენ.

TOP