საკრებულოს შენობის აღდგენა-რეაბილიტაცია
განხორციელების აუცილებლობა: ისტორიული შენობის რეაბილიტაცია
მისამართი: თავისუფლების მოედანი #2
ჩატარებული სამუშაოები: რესტავრაცია ჩაუტარდა შენობის ფასადებს, შენობის ძველ და ადმინისტრაციულ ნაწილს. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა შიდა ეზოს. იატაკი მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით, ლამინატით, გრანიტის ფილებით და სხვა. გამოიცვალა გათბობა-გაგრილების და სავენტილაციო სისტემა, გამოიცვალა საკანალიზაციო ქსელი, დამონტაჟდა ცივი და ცხელი წყალმომარაგების სისტემა, ჩატარდა ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები, მოეწყო სუსტი დენების ქსელი, დაყენდა ვიდეომეთვალყურეობის, სატელევიზიო, სატელეფონო და დაშვების სისტემები.
საკრებულო აღიჭურვა უახლესი კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკით. მოეწყო მძლავრი სერვერი, შენობა მთლიანად შეივსო მაღალი ხარისხის ავეჯით და სხვადასხვა საოფისე ინვენტარით.
დასაწყისი: 2011 წლის ივნისი
დასასრული: 2014 წლის ნიემბერი
ფონდის თანამონაწილეობა: 100%